„საზოგადოებრივი კოლეჯი ლიდერი“-ს მისამართია

საქართველო, გორი 1400, სტალინის ქუჩა N15
ტელ: (+995) 599966111            (0370) 27-71-91

ელ-ფოსტა: college_lideri@gmail.com 

You are here

საზოგადოებრივი კოლეჯი ლიდერის დაფუძნება



საზოგადოებრივი კოლეჯი  ლიდერი დაფუძნდა 2013 წლის 31 ივლისს.მისამართი ქალაქი გორი სტალინის ქუჩა N 15

.კოლეჯი ლიდერი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის საერთაშორისო ხელშეკრულებების პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.კოლეჯის საქმიანობის ძირითადი მიზანია შექმნას და განახორციელოს თანამედროვე ტიპის საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და სისტემა.

უზრუნველყოს სასწავლო ბაზის შექმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანმედროვე პროფესიული განათლების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

მოამზადოს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი პროფესიული სტანდარტების მქონე სპეციალისტები.

ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სასწავლო პირობების შესაქმნელად.

ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, თანამშრომლობს საქართველოს სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.

ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება მოსილებებს.

ვებ-გვერდი დამზადებულია ზურა ლაცაბიძის მიერ WebNet.ge